თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ინტენსიფიკაციის, პეტრიწის, მეფე მირიანის, კრისტოფერო კასტელის და ნოზაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, სამგორი-I დასახლების, თვალჭრელიძის შესახვევის, თვალჭრელიძის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მცხოვრებლებს.
 
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდი ლილოს, ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ხვედელიანის და ქებურიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, კრწანისის I ჩიხის, გორგასალის, მეფე სოლომონ II, ორთაჭალის, წინანაურის, ბერძნის, სულიკო თორთლაძის, ოქროყანის, ნადიკვარის, ბეჟან კალანდაძის, გულუას, მანანა მელქაძის, რუსუდან მეფისაშვილის, მარტვილის, შოთა ნიშნიანიძის და შავნაბადას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის ჩიხის, ნავთლუღის დასახლების, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამხედრო ქალაქი 9, სამხედრო ქალაქი 10, ქეთევან დედოფლის გამზირის, ნავთლუღის, უჯარმის, ჭრელაშვილის, მეველეს, აჰმედ ჯავადის, საექიმოს, დოდაშვილის, მიკოლა ბაჟანის, რიჩარდ ჰოლბრუკის და მათიაშვილის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები