პუტინმა უახლოეს მომავალში სირიაში საბრძოლო ოპერაციების დასრულების შესახებ განაცხადა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სირიის ლიდერ ბაშარ ასადთან, სოჭში მიმდინარე შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ოპერაცია ბოევიკების წინააღმდეგ დასასრულს უახლოვდება. „რა თქმა უნდა, ტერორიზმზე საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორია. მაგრამ, რაც შეეხება ერთობლივ მუშაობას ტერორისტებთან ბრძოლის კუთხით სირიის ტერიტორიაზე, ეს საომარი ოპერაცია ნამდვილად სრულდება“-განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი პოლიტიკურ დარეგულირებაზე გადასვლაა. პუტინმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დამასკო მზად არის იმუშაოს ყველასთან, ვისაც სურს მშვიდობა და სტაბილურობა. პუტინმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოხერხდა „ნამდვილი, ღრმა დიალოგის დაწყება ოპოზიციასთან“.
ბაშარ ალ ასადმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „რუსული არმიის წყალობით სირია გადარჩა, როგორც სახელმწიფო“. მან ასევე განაცხადა, რომ რუსული დანაყოფების მოქმედებებმა ხელი შეუწყო რესპუბლიკაში პოლიტიკური დარეგულირების გაძლიერებას „გაეროს წესდების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის საფუძველზე“. შეხვედრაზე, რომელიც გუშინ სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, პუტინმა ასადი თავდაცვის სამინისტროს და გენშტაბის ხელმძღვანელობას წარუდგინა.
ბოლოს, ბაშარ ალ ასადი რუსეთში 2015 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, სირიაში მიმდინარე ბრძოლაში რუსული ჯარის ჩართვის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები