რუსუდან შარაძე: დავდებ მტკიცებულებას, რომ ბარათელს მამაჩემი არ მოუკლავს

0

დავდებ მტკიცებულებას, რომ ბარათელს მამაჩემი არ მოუკლავს – ამის შესახებ გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„თუ გამოძიება დაამტკიცებს, რომ მამაჩემის მკვლელი ბარათელი არ არის, გიორგი მისცემს ობიექტურ ჩვენებას, თუ ვერ დადებენ მტკიცებულებას, ის არ ალაპარაკდება… მამაჩემის მკვლელობის დღიდან, ბარათელი იყენებდა დუმილის უფლებას, მერე მოვისმინეთ მისი უსუსური აღიარება, შემდეგ კარგა ხანს არ ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ხელისუფლების შეცვლიდან სამი კვირა არ იყო გასული, რომ შველას ითხოვდა, მაგრამ სრული იგნორირება იყო კბილაშვილის პროკურატურის მხრიდან“, – აცხადებს რუსუდან შარაძე. მისი თქმით, საქმეში არის ბევრი დეტალი, რომლის გახმაურება ჯერ არ შეიძლება. „პირობას გაძლევთ, ახლო ხანში გაგაცნობთ და დავდებ მტკიცებულებას, რომ ბარათელს მამაჩემი არ მოუკლავს. რად უნდა მკვლელის სახელით ცხოვრება, რომ ხალხმა ზიზღით უყუროს? უნდა ჩამოირეცხოს ბრალი“, – აცხადებს შარაძე.
გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დატოვა. გიორგი ბარათელი, გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით, 2007 წელს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი