ნინო ბურჯანაძე: სტალინი გამორჩეული ადამიანი იყო

0

პარტია „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რუსეთის „პირველ არხზე“ ვლადიმერ პოზნერის საავტორო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. წამყვანის კითხვაზე: როგორია პერსონალურად თქვენი დამოკიდებულება სტალინის მიმართ, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ის „გამორჩეული ადამიანი იყო“ და რევოლუციონერებს შორის არც ყველაზე სისხლისმსმელი.
„საქართველოში სტალინის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა. არიან ადამიანები, რომლებიც მას დიდ პატივს სცემენ და ამაყობენ კიდეც მისი ქართული წარმომავლობის გამო. თუმცა, საკამათოა, რამდენად იყო მასში მხოლოდ ქართული ხასიათი – რევოლუცია მაინც გლობალიზაციის ნაწილია. არიან ადამიანები, რომლებიც მას ძალიან აკრიტიკებენ. ვფიქრობ, ის გამორჩეული ადამიანი იყო, არაორდინალური, ის პიროვნება იყო და ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა. ის, მსოფლიო ისტორიის ლიდერებს შორის, არ იყო ყველაზე სისხლისმსმელი, ისევე როგორც, ბოლშევიკებს შორის. თუმცა, იმ დროს საშინელი დანაშაულები ხდებოდა. მაგრამ საკითხავია ჰქონდა კი მას სხვა არჩევანი? ის საინტერესო პიროვნებაა, თუმცა, როცა დიდ ადამიანებზე ვსაუბრობთ, მაინც ვისურვებდი, რომ მათ ბოროტება არ ჩაედინათ“, – განმარტა ნინო ბურჯანაძემ.
„პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი