ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნები 17 დეკემბერს გაიმართება

ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნები 17 დეკემბერს ჩატარდება, ერთმანეთს კონსერვატორი კანდიდატი სებასტიან პინერა და სოციალისტი ალეხანდრო გუილერი დაუპირისპირდებიან.
არჩევნების შესახებ ინფორმაციას, სხვადასხვა სააგენტო ავრცელებს. დათვლილია ხმათა 90%, რომლის მიხედვით, 67 წლის მილიარდერი პინერა 37%-ით ლიდერობს.
მისტერ პინერა 2010-წლიდან 2014-წლამდე, ჩილეს პრეზიდენტი იყო, იგი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სოციალისტ კანდიდატსა და ყოფილ ჟურნალისტს, ალეხანდრო გუილერს დაუპირისპირდება. ჩილეს მოქმედი პრეზიდენტი, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. არჩევნებში გამარჯვებისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს.
წინასწარი გამოკითხვებით, მისტერ პინერა პირველ ადგილზეა. უკანასკნელი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მან მოახერხა კონსერვატიული ფრთის გაზრდა, მას ბიზნესმენთა უმრავლესობაც მხარს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები