საქართველოს ელჩმა ბელორუსის პრეზიდენტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ბელორუსის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით კოტარიამ, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აქტიურ დონეზე განვითარებული ორმხირივი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ სფეროებში.
სახელმწიფოს მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ 2018 წლის მარტში საქართველოში ვიზიტი განახორციელოს.