გიორგი ტყემალაძე: რატომ ჰქონდა მოლოდინი ოპოზიციას, რომ კახა კალაძე საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად წარადგენდა

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს  თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე მთავრობის ახალი წევრების წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ყველაფერი რეგლამენტისა და კანონის შესაბამისად ხდება.

მისივე განმარტებით, დედაქალაქის მერი საკრებულოში თანამდებობის პირების კანდიდატურებს  ოფიციალურად, წერილობით წარადგენს.

ხოლო, რაც შეეხება,  მის  წარმომადგენლობით ორგანოში მოსვლას, ეს  რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის.

„ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც თანამდებობის პირების წარდგენა საკრებულოში მერის მხრიდან ხდებოდა. ამიტომ, მე უბრალოდ მიკვირს, თუ რატომ აქვთ იმის მოლოდინი, რომ საკრებულოში თანამდებობის პირები აუცილებლად მერმა უნდა წარადგინოს”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები