თამარ ჩუგოშვილი: საორგანიზაციო კომისიაში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარი გაუგებარია

0

“საორგანიზაციო კომისიაში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარი არის გაუგებარი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დააფიქსირონ, სურთ თუ არა მათ ის ცვლილებები, რომელიც ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ხორციელდება.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარი მისთვის გაუგებარია.
“ცვლილებები, რომელსაც კონსტიტუციაში ვიღებთ, არის მათი მოთხოვნა. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ოპოზიციის მოთხოვნების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება. საორგანიზაციო კომისიაში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარი არის გაუგებარი”, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დღეს, პირველ შეხვედრას ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი