ეკატერინე გრიგალავამ კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

0

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა გერმანიაში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ბონში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23-ე კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც მაღალი დონის შეხვედრაზე, სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს საქართველოს სახელით ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება, კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედებით, ქვეყანაში არსებულ ბუნებრივ კატასტროფებსა და  ტყის მასივებში გაჩენილ ხანძრებზე გაამახვილა.  მისივე განცხადებით, უნდა გატარდეს საადაპტაციო ღონისძიებები, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ კლიმატის ცვლილებით მიყენებული ზარალი.

ეკატერინე გრიგალავამ  იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხორცილედება, რათა შემცირდეს კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევა ატმოსფეროში.

გამოსვლის დასასრულს, ეკატერინე გრიგალავამ მსოფლიო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რათა 2030 წლისთვის, პარიზის შეთანხმების მიზნები იქნას მიღწეული.

 გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 23-ე კონფერენცია დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი