თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელსის” ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზემო ვეძისის, დავითაშვილის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობივ) და თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ერისთავის, სარაჯიშვილის და მექანიზაციის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის, ჩარგლის, ლიახვის, ჟინვალის და შენგელაიას ქუჩების მცხოვრებლებს;
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზარზმის, ილორის, სარაჯიშვილის, ჭედიას, შუშის, წყალსადენის და ტაძრის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, ნოზაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ლორთქიფანიძის, ჯავახეთის, წულუკიძის და ჩაჩუას ქუჩების მცხოვრებლებს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის, სამასი არაგველის, ლორთქიფანიძის, გახოკიძის, მამისაშვილის, ბაღდავაძის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს;
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ახალი ხეივნის, გულუას, გორგასლის, კრწანისის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს;
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, დოდაშვილის, ბერი გაბრიელ სალოსის, არტურ ლაისტის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის და აბრამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს, 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), იალბუზის, ბოჭორმის, ლუსინიანის, ზახაროვის, არბოშიკის, ბოდბის, იორის, სამასი არაგველის, შავსოფლის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, პატარძეულის, უჯარმის, გელოვანის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს;
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტატიშვილის, ხორავას, ბარნოვის, ყაზბეგის, თარხიშვილის, მელიქიშვილის, ჯანაშიას, გუდაურის, ბაქრაძის, სვანიძის და გურგულიას ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი