გამრეკელის ქუჩაზე შეკრებილმა ბერი ნიკოლოზის მრევლმა ტერიტორია დატოვა
გამრეკელის ქუჩაზე შეკრებილმა ბერი ნიკოლოზის მრევლმა ტერიტორია დატოვა. თავად ბერი ნიკოლოზი კი დროებით მრევლის ერთ-ერთი წევრის საცხოვრებელ სახლში იმყოფება.
ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები და მრევლის ნაწილი. სამართალდამცველებსა და მრევლს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. ინციდენტის შედეგად დაშავდა „ტვ პირველის“ თანამშრომელი.
ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი სახლის მეპატრონისგან ბერის სახლში შეშვებას მოითხოვდა. ამ მიზნით ისინი გამრეკელის ქუჩაძე შეიკრიბნენ, სადაც სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებულები. მრევლსა და პოლიციას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა მალევე განიმუხტა.
როგორც ცნობილია, ბერ ნიკოლოზს ბინის მეპატრონე არ უშვებს. ის გამრეკელის ქუჩაზე არსებულ სახლში დროებითი სარგებლობის უფლებით ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით მეპატრონემ მისი გაშვება გადაწყვიტა.
მრევლის ინფორმაციით, არსებობდა შეთანხმება, რომლითაც ბერ ნიკოლოზს სახლის მესამე სართული უნდა გაერემონტებინა, სადაც ის ცხოვრობს და ერთი წელი უფასოდ უნდა ეცხოვრა, თუმცა მეპატრონემ ეს შეთანხმება დაარეღვია.