შს მინისტრის სამივე მოადგილემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო. პირველი არხის ინფორმაციით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა მინისტრის სამივე მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, მერაბ მალანიამ და დავით ვარდიაშვილმა.

პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალადაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სამმართველოს უფროსმა რამაზ თარაშვილმაც.

სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებენ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი დავით ნატრიაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი. ამასთან, სავარაუდოდ, ვაკანტური გახდება სამხარეო პოლიციის უფროსების პოსტებიც.

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი გახარია მოვალეობის შესრულებას გუშინ შეუდგა. გიორგი გახარიამ შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და უწყების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები