თბილისში მგელი იპოვეს

თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მგელი იპოვეს.
ინფორმაცია „კვირას“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, შესაბამისი შეტყობინება სააგენტოში გუშინ შევიდა.
„სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილას და სპეციალური შპრიცსასროლი თოფის მეშვეობით მოახდინეს მგლის დაძინება და დაჭერა“, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად მგელი მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფება, სადაც მას შესაბამისი კვლევები და ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარდა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, მგელს შესაბამის ბუნებრივ არეალში დღესვე გაუშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები