იგა ზაალიშვილი ბრიუსელში გამართულ სემინარს დაესწრო

ბრიუსელში, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის რეგიონალური სემინარი – „ევროკავშირის აქტივების დაბრუნების ოფისების (AROs) საუკეთესო პრაქტიკა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების მოძიებისა და დაბრუნების მიმართულებით“ გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე  იგა ზაალიშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი,  გიორგი ელგანდაშვილი ესწრებოდნენ.

სემინარზე კორუფციასთან და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.  მონაწილეებმა  ევროკავშირის აქტივების დაბრუნების პროცედურებზე, კონფისკაციის სისტემებზე, ასევე დაყადაღებული აქტივების მართვის საუკეთესო პრაქტიკაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ფინანსური გამოძიების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და ინსტრუმენტების დანერგვის მნიშვნელობაზე.

ღონისძიება ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ორგანიზებით და ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში მიგრაციის და შიდა საკითხების დეპარტამენტის (DG HOME), დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების მოძიების და ჩამორთმევის (COSC) ბელგიის ცენტრალური ოფისის და ჩამორთმეული აქტივების  მართვის ბელგიის ოფისის (Fin Shop) მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები