თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მანანა თოქმაჯიშვილი უხელმძღვანელებს

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად მანანა თოქმაჯიშვილი ინიშნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატების დასახელების შემდეგ განაცხადა.

მანანა თოქმაჯიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა. მანამდე კი ის „პირველი არხის” (გადაცემა „ალიონის”) ჟურნალისტი, რადიო „იმედის” ერთ-ერთი წამყვანი, ხოლო 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის თანამშრომელი იყო.
კახა კალაძის განცხადებითვე, მერიის პიარსამსახურს ეკატერინე ჯოჯუა უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები