შსს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციის გამოცხადების მიზეზს განმარტავს

შს სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციის გამოცხადების მიზეზს განმარტავს.
„112″-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ევაკუაცია გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები