რომან კაკულია: კერძო ტელევიზიებისადმი მხარდაჭერის პრიმატი უნდა შევინარჩუნოთ

ჩვენ დღევანდელ კონტექსტში კერძო ტელევიზიებისადმი მხარდაჭერის პრიმატი უნდა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა.
კომიტეტის სხდომაზე, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები განიხილეს.
„როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები მოგვყავს, მაგალითი უნდა იყოს ამომწურავი. უნდა ვიცოდეთ, რამდენია თანხა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, როგორია სარეკლამო ბაზარი სხვა ქვეყნებში, როგორია თითოეული კერძო ტელევიზიის საერთო ბიუჯეტი. თუ ეს ციფრები არ მაქვს, მაგალითები არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩვენ დღევანდელ კონტექსტში კერძო ტელევიზიებისადმი მხარდაჭერის პრიმატი უნდა შევინარჩუნოთ. უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ რას ვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან. კონცეპტუალურ ხედვაში გვაქვს აცდენები. უნდა დადგეს დრო, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის გაშვების შესაძლებლობა ექნება. დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე, ვაყენებ ეჭვქვეშ, თუ რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება დღეს. დებატები საპარლამენტო განხილვების ფორმატში რომ გავშალოთ, ჩვენ შეგვიძლია, პროექტის სესიაზე გატანას მხარი დავუჭიროთ მხოლოდ იმ დათქმით, რომ მეორე მოსმენამდე პრინციპული საკითხები რეკლამასთან, ბორდის ფუნქციებთან, სტარტაპებთან დაკავშირებით შეჯერდება. თუ პოზიციები არ იქნება შეჯერებული და არ იქნება ჩვენი კომიტეტისათვის მისაღები ფორმულირება, კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარს აღარ დავუჭერთ“, – განაცხადა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები