თბილისის ბაღების სააგენტოში თემურ თორდინავა კახა გვანცელაძემ შეცვალა

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე თემურ თორდინავა კახა გვანცელაძემ შეცვალა, რომელიც აქამდე თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
როგორც “კვირასთან” საუბრისას თემურ თორდინავამ განაცხადა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პოსტი მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, რომლითაც კახა კალაძეს მიმართა და გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, საკადრო ცვლილებები ბუნებრივი პროცესია და განსაკუთრებული არაფერი ხდება.
„გუშინ განცხადებით მივმართე თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს, განცხადებაში ვსაუბრობ იმ განხორციელებულ ცვლილებებზე, რეფორმებზე, ღონისძიებებზე, რომელიც სამი წლის განმვალობაში განხორციელდა და პირადი სურვილის საფუძველზე დავტოვე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობა“, -განაცხადა „კვირასთან“ საუბარში თემურ თორდინავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები