სოჭში გაჩენილ ხანძარს, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სოჭში, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ხანძარი დღეს დილით, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით მდებარე შენობას გაუჩნდა, სადაც 50 ადამიანი იმყოფებოდა. მეხანძრეებმა და სამაშველო სამსახურმა მათი ევაკუაცია სასწრაფოდ მოახდინეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები