დემოგრაფი: საქართველოს მოსახლეობა 14,86%-ით შემცირდა

საქართველოში ეკონომიკურად აქტიური ასაკის მოსახლეობა კლებას განიცდის, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე – „მოსახლეობის დინამიკა საქართველოში“, დემოგრაფმა, საერთაშორისო ექსპერტმა რალფ ჰაკერტიმ განაცხადა.
მის მიერ ჩატარებული კვლევით, საქართველოში ადგილი ჰქონდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის პროცენტრული წილის მკვეთრ ზრდას, 2010 წლიდან კი, აღნიშნული მაჩვენებელი კლებულობს.
„საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა, მოსახლეობის აღწერათა შედეგების თანახმად, 14.86 %- ით შემცდირდა, ბოლო წლებში კი, შობადობის მაჩვენებელი უსწრებს მოკვდავობას. მოსახლეობის შემცირების მიზეზები კი, არის ემიგრანტების რაოდენობის ზრდა.
ის მნიშვნელოვნად აღემატება იმიგრანტების რაოდენობას. იმიგრაციის სურათი ასე გამოიყურება: 867109 ადამიანი, ხოლო ემიგრაცია _ 1145712. რაც შეეხება ერთსულიან ოჯახებს საქართველოში, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გამოიკვეთა რაჭა -ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ხოლო დაბალი წილია აჭარაში. რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს – შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოსახლეობაში, დაბალი _ რუსი ეროვნების მოსახლეობაში“, – განაცხადა რალფ ჰაკერტიმ.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც საქართველოდან მიგრაცია ყველაზე მაღალია, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 628 973 ადამიანი; უკრაინა _ 95 680; საბერძნეთი _ 71692 ; სომხეთი _ 70138; გერმანია_ 30177.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები