Reuters: ფინეთის ქალაქ ტამპერეს სავაჭრო ცენტრთან დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს თავს დაესხა

ფინეთის ქალაქ ტამპერეს სავაჭრო ცენტრთან დანით შეიარაღებულმა პირმა თავდასხმა მოაწყო. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას, „Reuters“ ავრცელებს.

დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები