მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. დაშავებულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი.

ამის შესახებ მოსკოვის ოლქის, სერგეევ პოსადის ხელმძღვანელმა, ოქსანა ეროხანოვამ განაცხადა.

ასევე, დრონებმა როსტოვის ოლქის რამდენიმე ქალაქს შეუტიეს.

მილეროვსკის რაიონის სოფელ დოლოტინკაში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის გამო საცხოვრებელი შენობა დაზიანდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები