გიორგი კვირიკაშვილი ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.
შეგახსენებთ, რომ ირან-ერაყის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 400-ს მიაღწია. მათ შორის არიან ბავშვები. მიწისძვრის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება 1800-მა პირმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები