ბოლნისის ახალმა მერმა უფლებამოსილების პირველი სამუშაო დღე ჟურნალისტებთან ერთად გაატარა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, უფლებამოსილების პირველი სამუშაო დღე ჟურნალისტებთან ერთად გაატარა. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერთან ვრცელი ინტერვიუ, დღეს, ტელეკომპანია ქვემო ქართლის გადამღებმა ჯგუფმა ჩაწერა.

რას გეგმავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი და რა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აპირებს გუნდთან ერთად – დავით შერაზადიშვილმა მარიამ სოლოღაშვილის კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია ქვემო ქართლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავა.

“დღეს პირველი სამუშაო დღე მქონდა მერობის კანდიდატის რანგში და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს დღე ჟურნალისტებთან ერთად გავატარე. ჩვენი მუშაობა არის გამჭვირვალე და ყოველთვის მზად ვართ ჟურნალისტების მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას გავცე ამომწურავი პასუხი. მიმაჩნია, რომ ობიექტურად მომზადებული მასალითა და თავისუფალი სიტყვის თქმით, ჟურნალისტები ხელს შეუწყობთ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას“,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები