NSA-სგან კიბერ იარაღის მოპარვის კატასტროფული შედეგები დადგა

აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო (National Security Agency) ღრმა კრიზისშია. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. 2016 წელს ჰაკერების მიერ მავნებლური პროგრამების ქურდობის შემდეგ, რომლებსაც უწყება მთელს მსოფლიოში სხვადასხვა სისტემებში შესაღწევად იყენებდა, New York Times-ის საავტორო სტატიაშია საუბარი.
ჰაკერების ჯგუფმა Shadow Brokers გამოაქვეყნა იმ პროგრამების კოდი, რომელიც სააგენტოს მოპარეს.
შემდეგ კი ის გამოყენებული იყო ვირუსების შესაქმნელად, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენეს მსოფლიოს.
სააგენტოს ოფიციალური კომენტარი ამის თაობაზე არ გაუკეთებია, თუმცა, „ნიუ იორკ თაიმსი“ თვლის დამტკიცებულად იმას, რომ მოპარული კიბერიარაღი სწორედ ამ სპეცსამსახურს ეკუთვნის. ეს გაზეთს სააგენტოს ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმაც დაუდასტურეს.
მLROTH and DAVID E. SANGER
მათი თქმით, Shadow Brokers-ის მოქმედებებმა „სააგენტოზე კატასტროფული გავლენა იქონიეს: კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი უნარი, დაიცვას უძლიერესი კიბერ იარაღი და სპეცსამსახურის ღირებულება ეროვნული უსაფრთოხებისთვის“. გაზეთი წერს, რომ „სააგენტომ, რომელიც მიიჩნევა მსოფლიოს ლიდერად მოწინააღმდეგეთა კომპიუტერული ქსელების გატეხვის კუთხით, ვერ დაიცვა საკუთარი ქსელები.“
გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტების ქურდობა შეიძლება შევადაროთ „მიწისძვრას, რომელმაც სააგენტო ფუნდამენტამდე შეძრა“. სავარაუდოდ, Shadow Brokers-სგან მიყენებული ზიანი შეიძლება იყოს უფრო მეტი, ვიდრე ის ზიანი, რომელიც ედვარდ სნოუდენმა ამერიკულ სპეცსამსახურებს მიაყენა. მან მასობრივი თვალთვალის პროგრამების სახელწოდება გაასაჯაროვა, ჰაკერებმა ამ პროგრამების კოდები გამოაქვეყნეს, რითიც მესამე პირებს მათი გამოყენების საშუალება მისცეს. „ნიუ იორკ თაიმსის“ მონაცემებით, ამერიკულ სპეცსამსახურებს ისიც კი არ შეუძლიათ გაიგონ, თუ საიდან მოხდა გაჟონვა და ჩართულია თუ არა ამაში რომელიმე მათი თანამშრომელი. „მერილენდის შტაბ-ბინაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ განყოფილებებში მიმდინარეობს თანამშრომლების შემოწმება სიცრუის დეტექტორებზე./ მორალური განწყობა დაქვეითებულია, გამოცდილი კადრები მიდიან სხვა სამსახურებში, მათ შორის იმ კომპანიებში, რომლებიც მათი სააგენტოს ინსტრუმენტებს იყენებენ ჰაკერული თავდასხმებისგან თავის დასაცავად. 2015 წლიდან სამი თანამშრომელი დააკავეს მონაცემების მოპარვისთვის, მაგრამ არ არის ცნობილი გამოსწორდება თუ არა საქმე სააგენტოში“. სპეცსამსახურის „ჰაკერული“ განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა ჯეიკ უილიამსმა, რომლის სახელი და სამსახურის ადგილი ასევე Shadow Brokers-მა გამოააშკარავა, მომხდარს „მრავალდონიანი კატასტროფა“ უწოდა. მან დაადასტურა, რომ სამართალდამცველები სისტემის გატეხვაში მონაწილე პირებზე „ნადირობენ“, მაგრამ ჯერჯერობით ვერავის მიაკვლიეს. გამოცემას მისტერ ჯეიკ ულიამსი ვრცლად ესაუბრება.
როგორც გაზეთი წერს, ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი მომხდარში რუსეთია, რომელმაც არაერთხელ უარყო ამერიკული სპეცსამსახურების ბრალდებები. „ნიუ იორკ თაიმსს“ -ის სტატიაში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ „კასპერსკის ლაბოროტორიამ“ერთ-ერთმა პირველმა გამოთვალა ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ჰაკერული დეპარტამენტი და თავის პროგრამულ უზრუნველყოფაში მათგან დასაცავი პროგრამა დააყენა. ამით კი „სადაზვერვო ინფორმაციის ნაკადი შეამცირა“. 2017 წელს, ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური მთავრობის კომპიუტერებზე „კასპერსკის“ პროდუქციის გამოყენება აკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები