საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა.

ქუთაისში, ბორჯომში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო.

თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში – მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.

მეორე ტურში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში 6 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა, მათგან ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი.
უფრო კონკრეტულად კი ქუთაისის მერობის არჩევნების მეორე ტურში მერობისთვის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე,
ბორჯომში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე იბრძოდნენ.

ხაშურში მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მონაწილეობდნენ.
ოზურგეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს შორის გაიმართა.
ყაზბეგის მერობისთვის კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძოდნენ.
მარტვილში – მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები