„დავუტოვოთ საქართველოს პრემიერს, პარტიის ლიდერს იმის უფლება, რომ ხვალ თავად გააკეთოს განცხადება“

“ხვალ პრემიერ-მინისტრი ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას გააკეთებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, გარკვეული დეტალები ზუსტდება.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსჯელობა. ხვალ პრემიერ-მინისტრი ცვლილებებთან დაკავშირებით, კონკრეტულ განცხადებას გააკეთებს. ამ ეტაპზე, სხვა კომენტარისგან, ალბათ, თავი უნდა შევიკავოთ. პარტიის ხელმძღვანელობასთან არის კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. პარტიის ხელმძღვანელობა მსჯელობს გარკვეულ საკითხებზე. კონკრეტული დეტალების დაზუსტება ამ ეტაპზე არ შემიძლია. დავუტოვოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარტიის ლიდერს იმის უფლება, რომ ხვალ თავად გააკეთოს განცხადება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები