ზურაბ ალავიძემ კასპში განახლებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა

რეგიონებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. კასპის აღსაზრდელებს კიდევ ერთი განახლებული საბავშვო ბაღი მოემსახურება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტი ფარგლებში, შეიცვალა შენობის სახურავი და კარ-ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობის სისტემა და გაკეთდა შიდა სარემონტო სამუშაოები.
შესრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა. მინისტრმა აღსაზრდელებსა და პედაგოგებს განახლებულ შენობაში სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა.
სამუშაოებისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 300 000 ლარამდე შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები