ლენტეხში მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა

ლენტეხში მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება 12 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში მიმღები, ამბულატორიული, რეანიმაციული, ლაბორატორიული, რადიოლოგიური, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებები მოქმედებს. ფუნქციონირებს ორი საოპერაციო ბლოკი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალპროფილიანი კლინიკა თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. ის ადგილობრივ და ახლომდებარე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურება. ახალგახსნილ სამედიცინო დაწესებულებაში 60 პირია დასაქმებული.
ლენტეხის კლინიკის ფართში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალიც განთავსდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი.
სამედიცინო დაწესებულება რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბოლქვაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები