“საქართველოს მიერ საპოლიციო სფეროში მიღწეული პროგრესი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგია”

2012 წლიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირებას.
პირველად შსს-ს ისტორიაში სამინისტროს სისტემის განვითარების სტრატეგია შეიქმნა და პოლიციის შესახებ ახალი კანონი შემუშავდა. ასევე, შეიქმნა პოლიციის ეთიკის კოდექსი და სხვადასხვა სფეროში პოლიციის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები.

შსს-ს ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო და შემუშავდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული ყურადღება სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობების განვითარებას და საპოლიციო სფეროში განათლების სისტემის დახვეწას დაეთმო.

შსს-ს აკადემიაში კი შეიქმნა ახალი და დაიხვეწა არსებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა. კიდევ უფრო გაფართოვდა და გაღრმავდა შსს-ს საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორც ოპერატიულ, ისე არაოპერატიულ სფეროებში პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან. მნიშვნელოვნად დაიხვეწა სამართალდაცვით სფეროში შიდაუწყებრივი და უწყებათშორისი კოორდინაცია.

დაიდო არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს დიპლომატიურ მისიებში გაიზარდა პოლიციის ატაშეების რიცხვი. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეზობელ სახელმწიფოებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები. შეიქმნა პოლიციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები და საქართველოში წინა ხელისუფლების პირობებში ყველაზე დახურული ორგანიზაცია საზოგადოებაზე ორიენტირებულ უწყებად ჩამოყალიბდა. სწორედ ყველა ზემოთ ხსენებული მიმართულებებით სინქრონულად გადადგმული ქმედითი ნაბიჯებით გაიზარდა საქართველოს სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობა, რამაც ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უსაფრთხო და მიმზიდველი გახადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები