კახა ოქროჯანაშვილი და გრიგოლ მოდებაძე ევროპის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი და საბჭოს აპარატის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ მოდებაძე ევროპის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა მე-10 სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა შეხვედრის მიზანია დაეხმაროს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კატასტროფებით მიყენებული ზარალის (DRR) შემცირების ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში, რათა ხელი შეეწყოს ქვეყნის შიგნით დანაკარგების მონაცემების შეგროვებას და მის გამოყენებას.

განსაკუთრებით, აქცენტი კეთდება SENDAI ჩარჩო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კატასტროფებით მიყენებული ზარალის (DRR) შემცირების ინდიკატორების მონიტორინგის და იმპლემეტაციის მექანიზმებზე.

ევროპის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა მე-10 სამუშაო შეხვედრა ევროკომისიის ორგანიზებით 6-8 ნოემბერს იმართება ქ. ბრიუსელში (ბელგია) და მასში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 100-მდე ექსპერტი მონაწილეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და განიხილეს ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის დათვლის მეთოდოლოგიასთან და კრიტიკული ინფრატსრუქტურის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები.

ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება იქნა მიღწეული პორტუგალიასთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ბულგარეთთან და სლოვენიასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები