ირაკლი კობახიძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მეორე მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მეორე მოადგილე ბიორნ სოდერი მიიღო, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესიც.

ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. დეტალურად ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე.

შეხვედრას შვედეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შვედეთში დაგეგმილ ვიზიტსაც. მისი თქმით,  ვიზიტი  ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერების კიდევ ერთი  სტიმული იქნება.

„შვედეთი იყო და არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი სახელმწიფო. ასევე, ის არის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე ამ საკითხებს შევეხეთ. ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმების და იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ვისაუბრეთ თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე. იგეგმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შვედეთში და ეს ერთ-ერთი დამატებითი სტიმული იქნება ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის. ასევე, იყო საუბარი იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, საკონსტიტუციო რეფორმის, დაგეგმილი რეფორმების, ევროპული უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ. ვიმსჯელეთ ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კუთხით ჩვენს პერსპექტივებზე”, – განაცხადა შვედეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები