„აფხაზეთში ენერგომოხმარების მხრივ ცუდი სიტუაციაა და ეს არის ერთადერთი თემა, რაზეც ქართული და რუსული მხარის პოზიციები ერთმანეთის ემთხვევა“

„აფხაზეთში ენერგომოხმარების მხრივ ცუდი სიტუაციაა და ეს არის ერთადერთი თემა, რაზეც ქართული და რუსული მხარის პოზიციები ერთმანეთის ემთხვევა და აფხაზურის განსხვავდება“, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგოც მან აღნიშნა, აფხაზეთში კომუნალური გადასახადების კულტურაა დაკარგული.
„ენგურის რეაბილიტაცია რამდენჯერმე ჩატარდა. აფხაზური მხარე თითქმის 100%-ით მოიხმარს გამომუშავებულ ელექტროენერგიას.
აფხაზეთში გადასახადების ამოღება ძალიან დაბალია და მძიმე მდგომარეობაშია ადგილობრივი ქსელებიც და ამიტომ 30%-მდე გამომუშავებული ელექტროენერგია იკარგება ქსელებში, პლიუს ტარიფია ძალიან დაბალი.
ენერგომოხმარების მხრივ ცუდი მდგომარეობაა და ამაზე იყო ორი შეხვედრა ჩვენს კოლეგებთან, ეს არის ერთადერთი თემა რაზეც ქართული და რუსული მხარის პოზიციები ერთმანეთის ემთხვევა და აფხაზურის განსხვავდება. ვთანხმდებით იმაზე, რომ არ შეიძლება ასეთი მდგომარეობა იყოს აფხაზეთში და ფულის ამოღება მხოლოდ გალის რაიონში ხდებოდეს. არ შეიძლება, რომ არ ხდებოდეს სადენების რეაბილიტაცია. ამ შემთხვევაში, ყველა მხარე ზარალს ნახულობს. გადახდის კულტურაა დაკარგული. თუ ეს პრობლემები არ გადაიჭრა, დონორები უარზე არიან დააფინანსონ ენგურის რეაბილიტაცია. თებერვალში 4-3 თვით ენგური ჩერდება. გვაქვს ახალი სიმძლავრეები, რომლებიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სრულიად საქართველო ელექტროენერგიით მოამარაგოს.
ტექნიკური მხრის გარდა, ენერგეტიკული სფერო და ასეთი ტექნიკური საკითხები ქმნის სახალხო დიპლომატიის საინტერესო, საქმიან ფორმატს“, -აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
მან ასევე გაზის ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ გაზს წვის ის ხარისხი არ აქვს, რომლიც ნორმალურ პირობებში უნდა ჰქონდეს.
„ცუდი ხარისხის გაზი მოგვეწოდება, აზერბაიჯანის შემთხვევაშიც საჭიროა გვქონდეს ალტერნატიული ვარიანტი, ისინი ქიმიურ მრეწველობაში მოიხმარენ გაზს და შემდეგ ჩვენ გარკვეული ქიმიური ელემენტებისგან გამოცდილ გაზს გვაწვდიან, რასაც, იმ ხარისხი წვას არა აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს ნორმალურ პირობებში. ამ შემთხვევაში, ქართული მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს დამატებითი, უკეთესი ხარისხის გაზის მოსაწოდებლად თურქმენულ მხარესთან, მაგრამ პირდაპირი გზით ვერ მივიღებთ, რადგან სადენი არ გვაქვს და აქაც უნდა მოხდეს ცვლილება, ანუ თურქმენულ გაზს შევისყიდით, მაგრამ სავარაუდოდ, ირანული მხრიდან მივიღებთ. თურქმენული გაზი იაფია და ხარისხითაც უკეთესია“, – განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები