“კანონმდებლობა დააზღვევს იმას, რომ ნებისმიერი კორუფციული დანაშაული გრძელვადიან პერსპექტივაშიც არ იყოს კანონის მიღმა მოქცეული” – იონათამიშვილი

“კანონმდებლობა დააზღვევს იმას, რომ ნებისმიერი კორუფციული დანაშაული გრძელვადიან პერსპექტივაშიც არ იყოს კანონის მიღმა მოქცეული”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან კონტროლის ძალიან ეფექტურ ინსტრუმენტებს აჩენს, მათ შორის, საკანონმდებლო სივრცეში.

“ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი, ვინც გაბედავს და ჩაიდენს კორუფციულ დანაშაულს, იფიქრებს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ ის იქნება პასუხისმგებლობისგან თავისუფალი, ასე არ იქნება. კანონმდებლობა დააზღვევს იმას, რომ ნებისმიერი კორუფციული დანაშაული, მათ შორის, გრძელვადიან პერსპექტივაშიც არ იყოს კანონის მიღმა მოქცეული“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, მესამე მოსმენით პარლამენტი კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებაზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები