მარიამ ქვრივიშვილი: სპეკულაციურ განცხადებებს უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდაზე Eagle Hill – ის მასშტაბურ ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს

„ვხედავთ მიზანმიმართულ ტყუილებს და მცდელობას, მიგრაცია დაკავშირებული იყოს ინვესტიციასთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში არსებობს მიგრაციის კანონი. მეტიც, ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მკაცრი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით. ამდენად Eagle Hills-ის მასშტაბური ინვესტიციის ფარგლებში რისკი უკანონო მიგრაციის მიმართულებით ნულოვანია” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავს სპეკულაციურ განცხადებებს და უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს Eagle Hill – ის ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის – $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორ პროექტი განხორციელდება. აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები