ეკა სეფაშვილი: დაგეგმილზე უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია მეტი ფულადი სახსრების მობილიზება ბიუჯეტში, რაც საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა პროგრამაზე მეტი თანხა გადავანაწილოთ
„[დღეს] პარლამენტში ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი განიხილება“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, დაგეგმილზე უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია მეტი ფულადი სახსრების მობილიზება ბიუჯეტში, რაც საშუალებას იძლევა სხვადასხვა პროგრამაზე მეტი თანხა გადანაწილდეს.
„დაგეგმილზე უფრო მეტმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია მეტი ფულადი სახსრების მობილიზება ბიუჯეტში, რაც საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა პროგრამაზე, პროპორციულად, უფრო მეტი თანხა გადავანაწილოთ. რა თქმა უნდა, სოციალურ საჭიროებებსა და მსგავს თემებზე ბიუჯეტის, დაახლოებით, ისევ მესამედი არის მიმართული, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისა და მმართველი გუნდისთვის“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.