საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშს უკრაინის წინააღმდეგ, 27 ნოემბერს „თბილისი არენაზე“ გამართავს
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშს უკრაინის წინააღმდეგ, 27 ნოემბერს 20:50 საათზე, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს.
ინფორმაციას კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
,,ბილეთები: https://biletebi.ge/sport/geovsukraine
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე 2 საათით ადრე მობრძანდნენ.
მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 19:00 საათიდან გაიხსნება.
თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს.
მაყურებელთა
საყურადღებოდ:
პირველი იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.
მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე“ შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.
მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 25-დან 110 ლარამდე.
მე-2 იარუსი – 25,40,60 ლარიანი ბილეთები.
1-ელი იარუსი – 65,90 და 110 ლარიანი ბილეთები.
ბილეთების ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე”,- წერია ინფორმაციაში.