„ჩვენ გვინდა ორმხრივი ვაჭრობა“ – დონალდ ტრამპი იაპონიას ესტუმრა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ორ ქვეყანას შორის, ეკონომიკური ურთიერთობა იქნება. ტოკიოში ბიზნესმენებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ იაპონია ვაჭრობის მხრივ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ლიდერი ქვეყანაა. დონალდ ტრამპმა, იაპონელებს ამერიკაში უფრო მეტი ავტომობილის წარმოება შესთვაზა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ამერიკისა და იაპონიის აღმასრულებელი ჯგუფების წარმომადგენლებთნ საუბრისას აღნიშნა, “ჩვენ გვინდა ორმხრივი ვაჭრობა, ამჯერად ჩვენი ვაჭრობა იაპონიასთნ თვისუფალი არ არის, თუმცა ამ ყველაფრის მისაღწევად ჩვენ პროცესი უკვე დავიწყეთ.“ განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, ის დადებითდ იყო განწყობილი იმ ფაქტის მიმართ, რომ იაპონია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთის შემდეგ მეორე უმსხვილეს პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნა, რომ სურს აშშ ინვესტიციების განსახორციელებლად ყველაზე მიმზიდველი და ხელსაყრელი ქვეყანა გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები