დონალდ ტრამპი ტეხასის სროლას უკვე გამოეხმაურა

საზერლენდ სფრინგსის ეკლესიაში მომხდარ სროლის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას იაპონიიდან უკვე გამოეხმაურა აშშ–ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ტვიტერის საკუთარ გვერდზე მან დაწერა: “ღმერთი იყოს საზერლენდ სფრინგსში დაღუპულების მფარველი. გამოძიების ფედერალური ბიურო და სხვა სამართალდამცველები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან. მე სიტუაციას მონიტორინგს იაპონიიდან ვუწევ.”
შეგახსენებთ, რომ ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ეკლესიაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ყველაზე ცოტა 27 ადამიანის მოკვლა მოასწრო. არიან დაჭრილებიც. მსროლელი უკვე ლიკვიდირებულია. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები