შარაშენიძემ სიორიძესთან დებატზე ისევ უარი თქვა

“გურია ნიუსი” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“პრეზიდენტი, ყოფილი და მოქმედი პრემიერი, პარლამენტის თავჯდომარე, ენერგეტიკის მინისტრი და ახლა უკვე თბილისის მერი, პარლამენტარები, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები – ყველა იმ ადამიანის ჩამოთვლა, რომელსაც G-News TV-ის გადაცემაში – „არჩევანი მე“ მონაწილეობა აქვს მიღებული, ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენს გადაცემაში გაკეთებული განცხადებები დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა საზოგადოების განხილვის თემა. გადაცემაში მონაწილეობაზე უარი არასდროს მიგვიღია -ეთერს ყველა თანაბრად ინაწილებდა და ინაწილებს – პიზიციაც და ოპოზიციაც. ჩვენთან ნებისმიერ თემაზეა სუბარი შესაძლებელი, აქ ვსვამთ ნებისმიერ შეკითხვას ყველასთან, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა, რომ ესაუბროს საზოგადოებას.

თუმცა, როგორც ჩანს, გამონაკლისებიც არსებობენ და ეს გამონაკლისი ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძეა – ადამიანი, რომლის ამბიციაც მუნიციპალიტეტის მართვაა და რომელიც პირველ ტურში დაგეგმილ დებატებში არ მოვიდა. მართალია, თავდაპირველად თანხმობა განაცხადა, მოგვიანებით კი „გურია ნიუსის“ სატელევიზიო სტუდიამდე მანძილი შორი მოეჩვენა და გადაიფიქრა. მიუხედავად ამისა, მას პირველ ტურში ეთერი კიდევ შევთავაზეთ, მაგრამ ისევ უარი მივიღეთ – უფრო დაზუსტებით კი მერობის მსურველმა კანდიდატმა ჩვენს არც სატელეფონო და არც სმს შეტყობინებებს არ უპასუხა. ასე მოხდა ამჯერადაც, მეორე ტურის წინ – უპასუხო გზავნილების შემდეგ, პრესსამსახურის საშუალებით დავადგინეთ, რომ გადაცემაში მონაწილეობაზე კონსტანტინე შარაშენიძე ისევ უარს აცხადებს. ამიტომ, „არჩევანი მე“ ხვალ მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს დაეთმობა”, – აცხადებენ “გურია ნიუსში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები