დიმიტრი ქუმსიშვილი: ბიუჯეტი სოფლის მეურნეობას 276 მლნ ლარით დააფინანსებს

ბიუჯეტი სოფლის მეურნეობას 276 მლნ ლარით დააფინანსებს,-აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას გააკეთა.
მისი თქმით, გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი მიმართულებების დაფინანსება, როგორიცაა სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვითარება, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები, აგროდაზღვევის უზრუნველყოფა, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები და სხვ.
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში“ ხორციელდება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი საწარმოების შექმნა და პროექტის დაწყებიდან სულ გაცემულია 28,945 სესხი.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეიქმნა 138 ახალი საწარმო, გადაიარაღდა/ გაფართოვდა 750-ზე მეტი საწარმო, ხოლო საანგარიშო პერიოდში – შეიქმნა 15 ახალი და გადაიარაღდა 50 საწარმო. ბიუჯეტიდან ასევე დაფინანსდება ისეთი პროგრამები, როგორიცაა „აგროდაზღვევის“ კომპონენტი, რომელიც შეიქმნა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსავლიანობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით; სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოების თანადაფინანსება; დანერგე მომავალი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა და სხვა.

ქუმსიშვილის განცხადებითვე, გაიზრდება ასევე გარემოს დაცვის საბიუჯეტო დაფინანსებც.
„2018 წლის ბიუჯეტით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის 46 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება. პროექტით გათვალისწინებულია დაცული ტერიტორიების რეინჯერების და ეროვნული ტყის სააგენტშო ტყის მცველების რაოდენობის ზრდა და ხელფასების მოწესრიგება. გარდა ამისა, სამინისტროს გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტს ემატება 4 ეკიპიჟი და შესაბამისი რესურსი,-განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები