შსს: ნუცუბიძეზე გარდაცვლილი პირის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ რესპოდენტისვის კითხვა ჟურნალისტს არ დაუსვამს

ნუცუბიძეზე გარდაცვლილი პირის  ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ რესპოდენტისვის კითხვა შსს-ს ჟურნალისტს არ დაუსვამს,-ამის შესახებ „კვირას“ შსს-ში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ თემაზე საუბარს რესპონდენტი თავად იწყებს და პირველად სწორედ იგი ახსენებს სიტყვა „ფსიქოტროპულს“.
”ინტერვიუ აღნიშნულ მოქალაქესთან, რომელიც მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა, ჩაწერილია უწყვეტ რეჟიმში. ვიდეოკამერა არ გამორთულა ინტერვიუს დასაწყისიდან ბოლო სიტყვამდე, მათ შორის, იმ მონაკვეთშიც, როდესაც რესპონდენტი, ინტერვიუს მსვლელობისას, შუალედში, სატელეფონო ზარს პასუხობს.

ასე, რომ ჟურნალისტს არ დაუსვამს კითხვა გარდაცვლილი პირის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ, რესპონდენტი თავად იწყებს ამ თემაზე საუბარს, პირველად სწორედ იგი ახსენებს სიტყვა „ფსიქოტროპულს“ და აცხადებს, რომ გარდაცვლილი პირი ალკოჰოლდამოკიდებული იყო და ამასთან, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს მოიხმარდა. აღნიშნული ვიდეომასალა სრულად, დაუმონტაჟებელი სახით ინახება შსს-ს არქივში. შსს-ს პრესსამსახური მზადაა, ვიდეოჩანაწერს ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა, მისი უწყვეტობის და ავთენტურობის დადგენის მიზნით”, – განაცხადეს შსს-ში.

ნუცუბიძის ქუჩაზე, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ნოდარ შანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესახებ კითხვა შსს-ს ჟურნალისტმა დაუსვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები