„მებრძოლების ნარკოტიკი“ – ამოღებულია 24 მილიონი ტაბლეტი

იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ლიბიისგან 24 მილიონი ოპიოიდული ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტი ამოიღეს.
საერთაშორისო ნარკო-ექსპერტები ეჭვობენ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ტაბლეტებს საკუთარი მებრძოლებისთვის ყიდულობს.
იტალიის ფინანსურმა პოლიციამ აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტი 6 თვის წინ მოხდა, როდესაც ინდოეთიდან ლიბიაში 37 მილიონი აბი „ტრამადოლი“ გადაჰქონდათ.
„ისლამურ სახელმწიფოს“, „ტრამადოლი“ საკუთარი საბრძოლი ოპერაციების დასაფინანებლად გადაჰქონდათ. ამის შესახებ იტალიელმა გამომძიებლებმა განაცხადეს.
„ტკივილგამაყუჩებელი ცნობილი იყო როგორც „მებრძოლების ნარკოტიკი“, რომელსაც ჯიჰადისტი მებრძოლები ,ფიზიკური ძალისა და ბრძოლის ხანგრძლივობის გაზრდისთვის იყენებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები