3 წლის ბიჭმა ორი თანატოლი მამის პისტოლეტით დაჭრა

აშშ-ში, დეტროიტში მცხოვრებ იმ 3 წლის ბავშვის მშობლებს, რომელმაც მამის პისტოლეტიდან ორი ბავშვი დაჭრა, ადგილობრივმა სასამართლომ ბრალი წარუდგინა.
როგორც დეტროიტის გაზეთი იუწყება, სამანტა იუბენქსმა, რომელსაც თავის სახლში არალიცენზირებული საბავშვო ბაღი მოაწყო, ხმაური გაიგონა და აღმოაჩინა, რომ მისმა სამი წლის ვაჟმა პისტოლეტი იპოვა, რითაც ორი სხვა ბავშვი დაჭრა. პისტოლეტი ბიჭის მამას-ტიმოთი იუბენქს ეკუთვნოდა, რომელიც ბრალდებულია იმაში, რომ ცეცხლსასროლი იარაღი სათანადოდ არ შეინახა. ორივე მშობელი ამ დროისთვის გირაოს გადახდის შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლებულია, მაგრამ სასამართლომ მათ დაზარალებულებთან და მათ ოჯახებთან კონტაქტი აუკრძალა, ბავშვებთან ურთიერთობის უფლება კი მხოლოდ ზედამხედველობის ქვეშ აქვთ. ასევე მათ სასამართლოს დადგენილებით ეკრძალათ შტატ მიჩიგანის დატოვება, იარაღის შენახვა და პოლიციისთვის პასპორტების ჩაბარებაც მოუწიათ.
როგორც საოლქო სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა, „ეს ტრაგედია, მართალია უნებლიე, მაგრამ ბავშვების უსაფრთხოებისადმი შეუსაბამო დამოკიდებულებამ გამოიწვია.
როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ამ დროისთვის დაჭრილ ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები