უკრაინელი დეპუტატის მკვლელობის ადგილთან კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

უკრაინული გამოცემის „ТСН“ ინფორმაციით, პოროშენკოს ბლოკის დეპუტატის სერგეი სამარსკის მკვლელობის ადგილის სიახლოვეს კიდევ ერთი მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებობს ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შესაძლოა, დეპუტატის მკვლელობის თვითმხილველი ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბრის ღამეს სევეროდონეცკში საქალაქო საბჭოს დეპუტატის სარმარსკის ცხედარი იპოვეს. უკრაინის შსს-ს განცხადებით, დეპუტატი თავში ბლაგვი საგნის მრავალჯერადი დარტყმით არის მოკლული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები