„ჰოლანდიურ ბანკს თავის კონფერენციაზე კევინ სპეისის დანახვა აღარ სურს“

ჰოლანდიური ბანკის „ING„-ის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ მათ მიერ გამართულ ბიზნესკონფერენციაზე, მსახიობის კევინ სპეისის სტუმრობაზე უარი თქვან. ამის შესახებ ბანკის პრეს-რელიზშია ნათქვამი, რომელსც „როიტერი“ ავრცელებს. „იმ მღელვარებასთან დაკავშირებით, რომელიც კევინ სპეისის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებებს ეხება, „ING„-მა გადაწყვიტა, რომ აღარ სურს მსახიობის ნახვა თავის ღონისძიებაზე“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ასევე საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ აპირებენ მსახიობის აგენტებთანაც ურთიერთობის და კონსულტაციების გაწყვეტას.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კევინ სპეისისთან მუშაობაზე უარი თქვეს მისმა წარმომადგენელმა და სააგენტომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები