დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველა რეფორმა ორიენტირებულია ქვეყანაში დანაზოგების ზრდაზე

„ჩვენ საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმატორი მთავრობის ძალიან მაღალი სტატუსი გავქვს,” – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მან ჩამოთვალა ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ან სამომავალოდ გეგმავს მათ გატარებას. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა საპენსიო რეფორმა, რომელიც, მისი შეფასებით, „იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი დანაზოგების ზრდისთვის. იგი წარმოქმნის ლარის მნიშვნელოვან მოცულობის რესურსს.” გარდა ამისა, ასევე დასახელდა კაპიტალის ბაზრის რეფორმა, ფისკალური რეფორმა, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარება, დეპოზიტების დაზღვევა, აღრიცხვის რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, მიწის რეფორმა, საჯარო ფინანსების მმართველობის რეფორმა, საჯარო ინვესტიციების მართვის რეფორმა, ლარიზაცია და სხვ.
„ყველა რეფორმა ორიენტირებულია ქვეყანაში დანაზოგების ზრდაზე,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები