ლევან დავითაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას  შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც  მინისტრმა აღნიშნა, იაპონიის ბაზარი საქართველოსთვის უაღრესად საინტერესოა.   შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ ისაუბრა და ყურადღება იაპონიაში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ღვინო, თხილი, კივი, მანდარინი) ექსპორტის  ზრდის შესაძლებლობებზე გაამახვილა.

მინისტრმა იაპონიის ელჩს ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს და რომლის მიზანიც აგრობიზნესის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების ზრდაა.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლის – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ შესახებ და ელჩს იაპონიაში ანალოგიური ექსპოზიციის გამოფენა შესთავაზა.

როგორც ტადაჰარუ უეჰარამ აღნიშნა, იგი მოხარულია ქვეყნებს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობით და ქართულ მხარესთან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები