დიმიტრი ქუმსიშვილი: „InnovFin”-ის ძირითადი მიზანია ფინანსურ ინსტიტუციებს გაუადვილოს ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსება

პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა პროგრამაზე „InnovFin”-ი, რომელიც არის ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ფონდის საერთო ინიციატივა, ევროკომისიის ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „InnovFin”-ს გააჩნია სხვადასხვა ფინანსური მექანიზმები ინოვაციური ბიზნესებისა და კვლევების დასაფინანსებლად, იგი მოიცავს როგორც სესხებს, ასევე გარანტიებს. მისი თქმით, „დაფინანსება ხელმისაწვდომია მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეებისათვის, როგორც პირდაპირ, ასევე (ძირითად შემთხვევაში) ფინანსური შუამავლების საშუალებით (ბანკები, განვითარების სააგენტოები, კვლევითი ცენტრები, ა.შ.). პროგრამის ძირითადი მიზანია ფინანსურ ინსტიტუციებს გაუადვილოს ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსება,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები