კრემლი არ გამორიცხავს ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრას

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა შესაძლებელია ნამდვილდ შედგეს.
მისივე თქმით, მიმდინარეობს შეხვედრის შეთანხმება და როგორც კი ორმხრივი შეთანხმების დეტალები გაირკვევა, მსოფლიო მედიას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. პესკოვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთაშორისო სიტუაციისთვის რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტების ნებისმიერი კონტაქტის მნიშვნელობის გადაფასება რთული იქნებოდა.
გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ის შეხვდება პუტინს „APEC“-ის ლიდერების სამიტზე. ტრამპის განცხადებით, მას სურს განიხილოს სიტუაცია ჩრდილოეთ კორეაში, სირიასა და უკრაინაში. სამიტი ვიეტნამის ქალაქ დანანგეში 6-11 ნოემბერს გაიმართება. უკანასკნელად ტრამპის და პუტინის შეხვედრა გერმანიაში „G20 „-ის სამიტზე, ივლისში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები